შშმ პირი, რომელიც სხვებს მაგალითს აძლევს – ესმა გუმბერიძე


 

 

მოგესალმებით, თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა/უნივერსიტეტი?

-ესმა გუმბერიძე,21 წლის.თსუ-ს სამართლის მესამე კურსის სტუდენტი.

ესმა,რას საქმიანობთ ამჟამად? რამდენად აქტიური ადამიანი ხართ?

-ამჟამად ვარ ორგანიზაცია „ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ სტაჟიორი და ვმუშობთ პროექტზე – „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა სამართლებრივი ადვოკატირება“,რომლის მიზანია შშმ პირთა დისკრიმინაციის საკითხების(რომელიც მრავლად გვხვდება საქართველოში) გამოვლენა და სამართლებრივი ფორმის მიცემა.ასევე მაქვს ხოლმე შშმ პირთა საკითხებზე   საჯარო გამოსვლები,ვაქვეყნებ ბლოგ-პოსტებს და სტატიებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე და სხვ.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაში გამოიხატება შშმ პირთა  დისკრიმინაცია?

-შშმ პირთა დისკრიმინაციას თითქმის ყველგან ვაწყდებით, მაგალითად:           ქვეყანაში შშმ პირთა საჭირო   სერვისების ნაკლებობაში,დასაქმების,განათლების სფეროში. ძალიან ბევრ უნივერსიტეში დღეს უსინათლოებს არ ჰყავთ წამკითხველი და არ აქვთ შესაბამისი ლიტერატურა,რის გამოც  სტუდენტი მშობლის იმედათ რჩება რომ წაუკითხოს და ამეცადინოს.ასევე არ არის ადაპტირებული ტრანსპორტი რაც უნივერსიტეტში სიარულის პრობლემას ქმნის,უნივერსიტეტების შეუსაბამო  ინფრასტრუქტურა  და სხვ.

მაგალითად,შეტანილი მაქვს განცხადება სახალხო დამცველის ოფისში ჩემი დისკრიმინაციის გამო – როდესაც საქართველოში ტარდებოდა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ყოველწლიური  რამდენიმე დღიანი შეხვედრა, მე მქონდა  აქ გაგზავნილი CV,  საიდანაც დამირეკეს და მითხრეს რომ გადავედი შემდეგ ეტაპზე და უნდა დამეწერა ინგლისური ენის ტესტი.მე მათ მივწერე და ავუხსენი რომ ვიყავი შშმ პირი – უსინათლო,მაგრამ მე შემეძლო ჩემი კომპიუტერის საშუალებით დამეწერა ეს ტესტი,თუმცა ამის შამდეგ, მათ ჩემთან ყოველგვარი კონტაქტი შეწყვიტეს,რის გამოც მე ჩავთვალე, რომ ჩემს მიმართ პირდაპირ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი.

საიდან დაიწყო თქვენი წარმატება ანუ რა მიგაჩნიათ თქვენს პირველ წარმატებად?

– წარმატებას ვერ მიაღწევ ერთ ან ორ დღეში,წარმატება ყოველთვის არის ხანგრძლივი შრომის შედეგი.ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში,მიუხედავად მხედველობის არ ქონისა ვსწავლობდი და ვიღებდი სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობას.ვთვლი,რომ პირველი ნაბიჯი იყო სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა და მეორე ადგილის დაკავება რუსულ ენაში საქართველოს მაშტაბით.რომლის ფარგლებშიც მომეცა საშუალება წავსულიყავი „ბაქსვუდის“ საზაფხულო სკოლაში და ეს იყო პირველი გადადგმული დამოუკიდებელი ნაბიჯი მშობლების გარეშე,შემდეგ იყო FLEX-ის პროგრამა და სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც ახალი უნარები შევიძინე,ვისწავლე ინგლისური და მომეცა საშუალება დამემყარებინა ახალი კავშირები,რომელიც მომავალში გამომადგება.

12299327_1098368120175810_8983342853428769137_n

ვის მიუძღვის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი თქვენს წარმატებაში?

– ოჯახს.იმიტო რომ, ჩემმა მშობლებმა ძალიან ბევრი ჩადეს ჩემს განათლებაში.რეალურად, სკოლაში  პირობების არარსებობის გამო ვერაფერს ვერ ვსწავლობდი,ამიტომ დედაჩემი იყო ჩემი მასწავლებელი – მიკითხავდა და მიხსნიდა ამოცანებს და მეხმარებოდა ყველაფერში. ყოველთვის მახსენდება ხოლმე  დედაჩემის სიტყვები: “მხედველი წავა და იმუშვებას ყველგან,მაგრამ შენ ვერ იმუშავებ  და შენთვის მთავარი უნდა იყოს კარგი განათლების მიღება,რომ   მომავალში შენი თავის რეალიზება მოახდინო“.

თქვენი აზრით წარმატება მხოლოდ კარიერული წინსვლაა თუ დამოკიდებულიაროგორც პირად თვისებებზე აგრეთვე გარემოზე (ოჯახი/მეგობრები) რომლებიც თქვენსგარშემო არიან?

-რეალურად, წარმატება დამოკიდებულია ყველაფერზე – ოჯახზე, მეგობრებზე საზოგადეობაზე და კარიერულ წინსვლის მოტივზე. ასევე  ძალიან დიდ როლს თამაშობს იმ დროისთვის არსებული შესაძლებობები და ინფორმაცია ამ შესაძლებლობებზე.ძალიან ბევრი შემთხვევაა,როცა წინააღმდეგობებით აღსავსე გარემოში აღზრდილი ადამიანი ხდება წარმატებული და პირიქით,მაგრამ მაინც მგონია რომ ამის გამზადებული რეცეპტი არ არსებობს.ზოგადად ვთვლი,რომ რაც უფრო მეტი წინააღამდეგობა აქვს ადამიანს,მით უფრო მეტი „დრაივი“ უჩნდება რომ რაღაც გააკეთოს და ასევე აუცილებელია, რომ ადამიანს გააჩნდეს შედარების საშუალება, ანუ   ჩემს სკოლაში, ვთვლიდი რომ ვიყავი ყველაზე „მაგარი“ და ეს იყო ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორი ჩემთვის.მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოვედი სკოლის გარეთ და გავიგე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემზე ჭკვიანია და ჩემზე წარმატებული, მეც გამიჩნდა იმის სურვილი რომ მეტი გამეკეთებინა.ამიტომ ვთვლი რომ  მნიშვნელოვანია გვქონდეს ურთიერთობა ჩვენზე წარმატებულ ადამიანებთან ვინც იქნება ერთგვარი „მისაბაძი მაგალითი“,ან მოტივი რომ უფრო მეტი გავაკეთოთ.

ესმა,რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– ჩემი სამომავლო გეგმები ისევ განათლებას უკავშირდება.მაგალითად უახლოეს მომავალში მივდივარ ერასმუსის გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე.ასევე მაქვს გაგზავნილი აპლიკაცია     „უგრად“- ზე,  რომელიც ერთ-ერთი  გაცვლითი პროგრამაა და ფინანსდება ამერიკის საელჩიოს მიერ.  ზოგადად, მინდა უცხოეთში მაგისტრატურის გავლა, არა იმიტომ, რომ საქართველოში დაბალია განათლების დონე,არამედ იმიტომ,რომ უფრო კონკურენტუნარიანი ვიყო.განსაკუთრებით მაშინ როცა, ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობებს,აუცილებელია გქონდეს უფრო მაღალი დონის განათლება,მეტი გამოცდილება და მეტი კონტაქტი.

რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო, რასაც თქვენ თანატოლებს გაუზიარებთ,რჩევის სახით?

– ჩემი წარმატების საიდუმლო არის ძალიან დიდი შრომა,ნებისყოფა და ბრძოლის უნარი.მაგალითად, როცა გაიგებ რომ რაღაც პროექტში არ მიგიღეს,ან რეზერვში ჩაგსვეს არ დაყარო ფარხმალი, უნდა იბრძოლო და რეალობას შეხვდე პირდაპირ,ანუ არ უნდა იფიქრო რომ სხვამ ჩაწყობით ან ნაცნობობის ხარჯზე  გაჯობა.უბრალოდ, უნდა ეძიო მიზეზი,ისევ შენ თავში და დააჯერო შენ თავს, რომ თუ არ მიგიღეს ე.ი. ისევ შენ გქონდა რაღაც შეცდომა და ისევ შენი არასწორი ნაბიჯის გამო მოხვდა ეს.

და ბოლოს,გავმეროდები და ვიტყვი, რომ მთავარი არის შრომა,ნებისყოფა და ხანდახან სიამიყის დაძლევის უნარიც,რომ მივაღწიოთ წარმატებას.

                                                         

ა.ა.ი.პ. "ნაბიჯი წარმატებისკენ"

მოგესალმებით, თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა/უნივერსიტეტი?

-ესმა გუმბერიძე,21 წლის.თსუ-ს სამართლის მესამე კურსის სტუდენტი.

ესმა,რასსაქმიანობთამჟამად? რამდენადაქტიურიადამიანიხართ?

-ამჟამად ვარ ორგანიზაცია „ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ სტაჟიორი და ვმუშობთ პროექტზე – „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა სამართლებრივი ადვოკატირება“,რომლის მიზანია შშმ პირთა დისკრიმინაციის საკითხების(რომელიც მრავლად გვხვდება საქართველოში) გამოვლენა და სამართლებრივი ფორმის მიცემა.ასევე მაქვს ხოლმე შშმ პირთა საკითხებზე   საჯარო გამოსვლები,ვაქვეყნებ ბლოგ-პოსტებს და სტატიებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე და სხვ.

უფროკონკრეტულადრომგვითხრათ, რაშიგამოიხატებაშშმპირთა  დისკრიმინაცია ?

-შშმ პირთა დისკრიმინაციას თითქმის ყველგან ვაწყდებით, მაგალითად:           ქვეყანაში შშმ პირთა საჭირო   სერვისების ნაკლებობაში,დასაქმების,განათლების სფეროში. ძალიან ბევრ უნივერსიტეში დღეს უსინათლოებს არ ჰყავთ წამკითხველი და არ აქვთ შესაბამისი ლიტერატურა,რის გამოც  სტუდენტი მშობლის იმედათ რჩება რომ წაუკითხოს და ამეცადინოს.ასევე არ არის ადაპტირებული ტრანსპორტი რაც უნივერსიტეტში სიარულის პრობლემას ქმნის,უნივერსიტეტების შეუსაბამო  ინფრასტრუქტურა  და სხვ.

მაგალითად,შეტანილი მაქვს განცხადება სახალხო დამცველის…

View original post 548 more words